ლაბორატორია

  • 06. 03. 2016

ჯანმრთელობის კვლევის კავშირის და სამედიცინო ცენტრ „ნეოლაბი“-ს ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სადაც მუშაობენ მაღალკვალიფიციური ლაბორანტები, რომელთაც გავლილი აქვთ სტაჟირება აშშ-ის და საფრანგეთის წამყვან სამედიცინო ცენტრებსა და ლაბორატორიებში.
ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები:
კლინიკური დიაგნოსტიკისა და ბიოქიმიური ლაბორატორია, სადაც ტარდება სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური გამოკვლევები და შარდის ანალიზი.
სეროლოგიური ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს დიაგნოსტიკა სწრაფი / მარტივი ტესტებით, იმუნოფერმენტული (ELISA) და იმუნობლოტინგის მეთოდებით.
მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ინფექციების დიაგნოსტიკა პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციით (PCR), C ჰეპატიტის ვირუსის და ადამიანის პაპილომავირუსის გენოტიპირება.
მორფოლოგიური ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს დიაგნოსტიკა ციტოლოგიური (პაპ-ტესტი) და ფლუორესცენტული (იმუნოფლუორესცენცია) მეთოდებით.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.neolab.ge