ჩვენს შესახებ

  • 21. 04. 2016

ჯანმრთელობის კვლევის კავშირი არის ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია რომელსაც გააჩნია  ამ მიმართულებით პროექტების განხორციელების 15 წლიანი გამოცდილება (ორგანიზაცია დაარსდა 2000 წელს). ჯანმრთელობის კვლევის კავშირის  აქტივობები ძირითადად მიმართულია ინფექციური დაავადებების (აივ ინფექცია და  სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციები, ვირუსული ჰეპატიტები, დედიდან ბავშვზე გადამდები ინფექციები, რესპირატორული ინფექციები და სხვა) პრევენციის, კონსულტირების, განათლებისა და მკურნალობისკენ გარდა ამისა, კავშირი ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს. კავშირის წევრები არიან ჯანდაცვის სპეციალისტები, ექიმები, ექთნები, ეპიდემიოლოგები, ბიოსტატისტიკოსი, ფსიქოლოგი და იურისტი. კავშირის წევრების უმეტესობას  უმაღლესი განათლება მიღებული  და/ან ტრეინინგი გავლილი აქვთ ეპიდემიოლოგიაში, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში ამერიკის შეერთებულ შტატებში (ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვოდსვორსის სახელობის ლაბორატორიისა და კვლევის ცენტრი, ემორის უნივერსიტეტი) , საფრანგეთსა  (პიტიე-სალპეტრიერის საავადმყოფო, ინფექციური და ტროპიკული დაავადებების განყოფილება) და დიდ ბრიტანეთში (ედინბურგის უნივერსიტეტი).

ჯანმრთელობის კვლევის კავშირი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის სფეროში, მუდმივად მართავს საგანმანათლებლო ღონისძიებებს და ატარებს ტრეინინგებს მოსახლეობის სხვადასხვა  ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის.

ორგანიზაციის სტრუქტურა
ორგანიზაციის წევრები