კომპანიის შესახებ

გაზიარება
კომპანიის შესახებ

ჯანმრთელობის კვლევის კავშირი წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, რომელსაც გააჩნია ამ მიმართულებით პროექტების განხორციელების 22 წლიანი გამოცდილება. ჯანმრთელობის კვლევის კავშირის აქტივობები ძირითადად მოიცავს ინფექციური (აივ ინფექცია და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციები, ვირუსული ჰეპატიტები, რესპირატორული ინფექციები და სხვა) და იმუნოლოგიური დაავადებების პრევენციის, კონტროლისცნობიერების ამაღლების და მკურნალობის ხელშეწყობას. გარდა ამისა, ჯანმრთელობის კვლევის კავშირი, მუდმივად მართავს საგანმანათლებლო ღონისძიებებს და ატარებს ტრეინინგებს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის. ჯანმრთელობის კვლევის კავშირს აქვს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მიმართულებით.  კავშირის წევრები არიან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტები, ექიმები, ექთნები, ეპიდემიოლოგები, ბიოსტატისტიკოსები, ფსიქოლოგები და იურისტები. კავშირის წევრების უმრავლესობას  განათლება მიღებული აქვთ ან კვალიფიკაცია ამაღლებული აქვთ აშშ-სა და დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში. 

ჯანმრთელობის კვლევის კავშირს აქვს რეგიონალური ოფისი დასავლეთ საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორგანიზაციის აქტივობების განხორცილებას რეგიონალურ დონეზე.