წევრები
გიორგი კამკამიძე, MD, PhD, MS
გიორგი კამკამიძე არის საქართველოს უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის სრული პროფესორი, ჯანმრთელობის კვლევის კავშირის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კლინიკა ნეოლაბის დირექტორი. მიღებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი ბიომეტრიასა და სტატისკიკაში ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში. მოპოვებული აქვს ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის, ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების (Fogarty International Center, NIH) სტიპენდია პოსტ-დოქტორანტი მკვლევარებისთვის. იყო ფულბრაიტის პროფესორი და მკვლევარი ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტში (ქ. ოლბანი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ). ის დელტა ომეგას საპატიო საზოგადოების წევრია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. მისი სამეცნიერო ინტერესი ორიენტირებულია აივ ინფექცია/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციური დაავადებების იმუნოგენეტიკურ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასპექტებზე.
მაია ბუწაშვილი, MD, MS, PhD
მაია ბუწაშვილს მიღებული აქვს დოქტორის (2010 წელს) და მაგისტრის (2000 წელს) ხარისხები ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ამჟამად მუშაობს კლინიკა ნეოლაბში ინფექციონისტად და არის ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორი. აქვს კლინიკურ მედიცინაში, ეპიდემიოლოგიასა და სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის და ხელმძღვანელობის 30 წლიანი გამოცდილება. არის 80-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
ლაშა გულბიანი, MPH
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლა. მონაწილეობდა სხვადასხვა კვლევით პროექტში კოორდინატორის და მონაცემთა ანალიზის სპეციალისტის პოზიციებზე. მუშაობს კლინიკა ნეოლაბში რეგიონული მენეჯერის და ჯანმრთელობის კვლევის კავშირში პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.
თამარ ახვლედიანი, MD, PhD, MScPH
თამარ ახვლედიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით; ასევე არის მედიცინის დოქტორი (ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)და მეცნიერების მაგისტრი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში (ლონდონის უნივერსიტეტის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლა). მან გაიარა რეზიდენტურა ნევროლოგიაში თბილისის სამედიცინო აკადემიაში. ამჟამად არის ნევროლოგი კლინიკა ნეოლაბში და მკვლევარი ჯანმთელობის კვლევის კავშირში
მაია ქაჯაია, MD, MS, PhDc
აქვს თითქმის 20 წლიანი გამოცდილება საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეპიდემიოლოგიაში. 2004 წელს დაამთავრა ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგიის სამაგისტრო კურსი. 2020 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. მუშაობს ჯანმრთელობის კვლევის კავშირში ეპიდემიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სოფიო ადამია, MPH
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი (ბაკალავრი)და საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ფაკულტეტი (მაგისტრი). მონაწილეობდა სხვადასხვა კვლევით პროექტში. მუშაობს ჯანმრთელობის კვლევის კავშირში ეპიდემიოლოგის პოზიციაზე.
გიორგი ყანჩელაშვილი, MPH, PhDc
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამა. 2020 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. მონაწილეობდა სხვადასხვა კვლევით პროექტში კოორდინატორის და მონაცემთა ბაზების მენეჯერის პოზიციაზე. მუშაობს კლინიკა ნეოლაბში ეპიდემიოლოგის და ჯანმრთელობის კვლევის კავშირში მკვლევარის პოზიციაზე.
თამარ მაღლაკელიძე, MPH
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლა. აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის 10 წლიანი გამოცდილება. ამჟამად მუშაობს ჯანმრთელობის კვლევის კავშირში ეპიდემიოლოგის პოზიციაზე.
ტატა სირბილაძე, MD
დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოსა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში. ასევე, სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის. ამჟამად მუშაობს კლინიკა ნეოლაბსა და ჯანმრთელობის კვლევის კავშირში პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
მარიკა კოჭლამაზაშვილი, DMD, LL.B., MPH, PhDc
მარიკა კოჭლამაზაშვილი არის ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2010 წელს მიიღო ჯანდაცვის მაგიტრის წოდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლაში. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. მას აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტების ორგანიზების მრავალწლიანი გამოცდილება.
გიგა აბაშიძე, MD, MPH
2011 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლის მაგისტრატურა. ჯანმრთელობის კვლევის კავშირში მუშაობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტად/ბიოსტატისტიკოსად. ასევე აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ადიქტოლოგიის მიმართულებით.
ანა გამეზარდაშვილი, BPH, MPH, PhD
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლა. ამჟამად არის საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. მონაწილეობდა სხვადასხვა კვლევით პროექტში კოორდინატორის და მონაცემთა ბაზების მენეჯერის პოზიციაზე. ამჟამად მუშაობს ჯანმრთელობის კვლევის კავშირში ეპიდემიოლოგის პოზიციაზე.
თინათინ აბზიანიძე, MD, MPH, PhD
თინათინ აბზიანიძეს 2022 წელს მიღებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის ხარისხი (PhD) საქართველოს უნივერსიტეტში. მას ასევე მიღებული აქვს ეპიდემიოლოგიის მაგისტრის ხარისხი 2010 წელს და გავლილი აქვს გრძელვადიანი გადამზადების კურსი ეპიდემიოლოგიასა და ბიოსტატისტიკაში ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. 2009 წლიდან აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო პროექტებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. იგი ასევე იკავებს მენეჯერის პოზიციას კლინიკა ნეოლაბში. თინათინ აბზიანიძე არის 7 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.