https://hru.ge/ka/irbჯანმრთელობის კვლევის კავშირის ბაზაზე 2003 წლიდან ფუნქციონირებს ბიოსამედიცინო კვლევების ეთიკის კომიტეტი, რომელიც ახორციელებს ადამიანსა და/ან მის ბიოლოგიურ მასალებზე ჩასატარებელი ნებისმიერი კვლევის ეთიკურ შეფასებას. კომიტეტი რეგისტრირებულია აშშ ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების (NIH) მიერ. რეგისტრაციის ნომერი: IRB00009520.
საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების მიხედვით, ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ბიოსამედიცინო კვლევების ეთიკის კომიტეტი საქმიანობას აწარმოებს დებულების საფუძველზე. კომიტეტი შედგება სხვადასხვა პროფესიის წევრებისგან, კერძოდ, ექიმები, ფსიქოლოგი და იურისტი.
ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ბიოსამედიცინო კვლევების ეთიკის კომიტეტის საექსპერტო დასკვნის მისაღებად საჭიროა აპლიკაციის შევსება

ეთიკის კომიტეტის მიერ კვლევის განხილვის ადმინისტრაციული საფასურის შესახებ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე healthresearchunion@gmail.com