დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პროექტის “ C ჰეპატიტის, აივ ინფექცია/ შიდსის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგი პირველადი ჯანდაცვის დონეზე” ფარგლებში ჯანმრთელობის კვლევის კავშირი ატარებს შეხვედრებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის თემაზე. პროექტის ფარგლებში ქ.ბორჯომში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ქ.ბორჯომისა და ქ.ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები