კვლევა "ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევა ბიომარკერის კომპონენტით და პოპულაციის ზომის განსაზღვრა”, მიზნად ისახავდა აივ ინფექციის მაღალი რისკის შემცველ სამიზნე ჯგუფებში - ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებში (ნიმ) აივ ინფექციის გავრცელების ტენდენციის და სარისკო ქცევების შეფასებას, ასევე საქართველოში ნიმ-ების პოპულაციის ზომის განსაზღვრას. კვლევა განხორციელდა აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით.
კვლევის ანგარიში:
IBSS
PWID Population Size Estimation
აივ/შიდსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფში ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლების სარისკო ქცევების და პოპულაციის რაოდენობის განსაზღვრა
დამფინანსებელი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გლობალური ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი
მაია ბუწაშვილი
პროექტის დაწყების თარიღი
14.05.2022